2024 წლის 26 ივნისს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში, სამეცნიერო სიმპოზიუმის – „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ მეოთხე პანელური დისკუსია გაიმართა ადმინისტრაციული სამართლის, საერთაშორისო სამართლის, კერძო სამართლის, სამართლის ისტორიისა და სამართლის მეთოდების მიმართულებით.
ღონისძიება გახსნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ. მან, აგრეთვე, ასისტენტ ნანა მჭედლიძესთან (დოქტორანტი, თსუ) თანაავტორობით გააკეთა მოხსენება თემაზე: „საკუთრების უფლების დაცვა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“. ღონისძიებაზე პროექტის მონაწილე ქართველმა დოქტორანტებმა და ახალგაზრდა მეცნიერებმა შესაბამისი მიმართულებებიდან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარმოადგინეს 15-წუთიანი მოხსენებები.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის ასისტენტ-პროფესორი გიორგი ამირანაშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი ირმა ხარშილაძე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მეთოდების პროფესორი ლაშა ბრეგვაძე და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ისტორიის ასისტენტ- პროფესორი ელზა ჩაჩანიძე.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები:
1) თამარ ჟვანია (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ადმინისტრაციულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მეშვეობით ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება“;
2) მარიამ გრიგალაშვილი (დოქტორანტი, თსუ), თემა: „გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტი“;
3) თათია ბარაქაძე (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელებისას მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივი მექანიზმები და აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები“;
4) მარიამ კვირკვია (დოქტორანტი, თსუ), თემა: „გლობალური გამოწვევების გავლენა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვაზე“;
5) გულიკო ფერაძე (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ქართველი ეროვნულ-დემოკრატები კერძო საკუთრების უფლების თაობაზე XX საუკუნის დასაწყისში“;
6) დავით ქანთარია (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ქალთა პოლიტიკური უფლებების ევოლუცია და პერსპექტივები საქართველოსა და ევროპული ქვეყნების მაგალითზე“;
7) ჟირონ ხუჯაძე (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ადამიანი-ცხოველის მიმართების პრობლემურობა ადამიანური ღირსების განსაზღვრისათვის“;
8) ქეთევან ირომაშვილი (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ინფორმირებული თანხმობა, როგორც პაციენტის უფლებების დაცვის მექანიზმი“;
9) თამარ ტატანაშვილი (დოქტორანტი, თსუ), თემა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლი – პარადიგმის ცვლილება კანონმდებლობაში“;
10) თამარ მსხვილიძე (სამართლის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), თემა: „კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის საკუთრების უფლების საერთაშორისო კერძოსამართლებრივი რეგულირება“;
11) ირაკლი ლეონიძე (დოქტორანტი, თსუ), თემა: „სამემკვიდრეო უფლება, მისი გადაცემა და რეგისტრაცია უდავო წარმოების საპროცესოსამართლებრივ ჭრილში“;
12) ნინო ხუბულია (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ბავშვის საკუთრების განკარგვის რეგულირება და გამოწვევები“;
13) დარია ლეგაშვილი (სამართლის დოქტორი, თსუ), თემა: „მესამე პირის უფლების რეალიზების კერძოსამართლებრივი გარანტიები მის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებაში“;
14) გვანცა ხასია (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ტურისტის მიერ არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეუსაბამობის გამო, როგორც ტურისტის უფლების დაცვის ეფექტიანი მექანიზმი“.
აღნიშნულ შეხვედრაზე პროექტის მონაწილეების მხრიდან წარმოდგენილ იქნა საინტერესო პრეზენტაციები მათ მიერ შერჩეულ საკვლევ თემასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, ჟიურისთან ერთად გაიმართა დისკუსია განხილულ საკითხზე.